სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის № 114/01-01, 26.04.2022 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7) „ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ:
1. 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით (№ 114/01-01 26/04/2022) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი თანხა (43 422 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;
2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის შესაბამისად (იხ. დანართი);
3. დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განახორციელოს ფაკულტეტის საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
ა) სალომე დუნდუა – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ბ) თეონა მატარაძე – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გ) ელენე გელაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
დ) გიორგი გოგსაძე – პროფესორი
ე) იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი
ვ) მედეა უშარაული – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
კომისიის მდივანი
ზ) თეა ვახანია - ფინანსური კონსულტანტი
4. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტისა და სხვა ტიპის გრანტით სრული დაფინანსების მქონე და დამატებითი სემესტრის სტუდენტს;
5. დაფინანსებისთვის სტუდენტთა საბუთები მიიღება ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: social@tsu.ge
6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (მაგისტრატურის განყოფილება) უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.